მოწამენი რიგინი და ორესტ კვიპრელები - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
მოწამენი რიგინი და ორესტ კვიპრელები - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
ეს წმინდა მოწამენი კართაგენში (ან ქალკედონში) დაიბადნენ. ისინი რომის არმიაში მსახურებდნენ და გამოირჩეოდნენ სიმამაცით, სიკეთით, უბიწოების სიყვარულით. რიგინის თანამსახურებმა მის შესახებ სარდალ პერსენტს შეატყობინეს. მან ის ღმერთებისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ქრისტეს მხნე მხედარმა უპასუხა, რომ ის ქების მსხვერპლს მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს შესწირავდა. ამ პასუხისთვის რიგინი აწამეს. საპყრობილეში მას ანგელოზი ამხნევებდა. ღვთის მოციქულმა დაარწმუნა ის, რომ ქრისტე მის გვერდით დგას, რათა მისთვის სისხლი და ოფლი მოეწმინდა. მეორე დღეს, როცა რიგინმა კვლავ უარი თქვა კერპებისადმი მსხვერპლშეწირვაზე, მაშინ ის ტომარაში ჩასვეს, ტომარას თავი მოუკრეს და ზღვაში ჩასვეს. მაგრამ ის ორმა დელფინმა ნაპირზე გამოიყვანა.

მაშინ ქრისტიანი კვლავ ციხეში ჩააგდეს, იქ ის შეხვდა ქრისტეს მოწამე ორესტს. ისინი ერთად გალობდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. უფლის ანგელოზის ჩარევით, მათ კვიპროსს შეაფარეს თავი და ლემესში დასახლდნენ. მალე მათი სახლი სახარების ქადაგების ცენტრად იქცა. შემდეგ ისინი წარმართებმა შეიპყრეს და საშინელი წამებით დახოცეს.

ბეჭდვა
1კ1