წმინდა პიტირიმი, პერმის ეპისკოპოსი (+1456) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
წმინდა პიტირიმი, პერმის ეპისკოპოსი (+1456) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
წმინდა პიტირიმი დაიბადა იაროსლავში. მას მონაზვნური ცხოვრება ასწავლა ბერდიდმა კირილემ. ნეტარი მამა ჯერ ჩუდოვოს მონასტრის არქიმანდრიტი იყო, ხოლო მერე მოწამებრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (ხს. 24 იანვარს) შემდეგ ჩაიბარა ველოკომპერის საეპისკოპოსო კათედრა. წმინდა პიტირიმის ეპარქიაში მისვლა მალე დაეტყო იქაურ წარმართთა ცხოვრებას. მან ისინი ნელ-ნელა ქრისტიანობაზე მოაქცია. ეს არ მოეწონა ადგილობრივ ვოგულთა ტომის მეთაურს, ასიკას, რადგან ხალხზე გავლენას დაკარგავდა, ერთხელ თავს დაესხა წმინდა მღვდელმთავარს და მოკლა. პაპანაქება სიცხეში, ორმოცი დღის განმავლობაში წმინდა პიტირიმის გვამს ხრწნილება არ მიჰკარებია. იგი დაკრძალეს უსტვიმის ხარების საკათედრო ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1