წმინდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი (II) - 18 (31) აგვისტო
წმინდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი (II) - 18 (31) აგვისტო
წმინდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. ეს წმინდანები წარმართებმა დააბეზღეს, ქრისტეს სცემენ თაყვანს, ჩვენს ღმერთებს უარყოფენ და აგინებენო. ამის გამო ისინი შეიპყრეს და რომის ეპარქის წინაშე წარადგინეს. წმინდანებმა სამსჯავროზე მხნედ აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა მყრალ ჯურღმულში ჩაამწყვდიეს, მერე გამოიყვანეს და ვიწრო და გაუვალ ადგილებში ქვებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვით სული არ აღმოხდათ. წმინდანთა მარტვილობის თარიღი უცნობია.

* * *

წმინდა მოწამე იულიანია - 18 (31) აგვისტო

* * *

მღვდელმოწამე გრიგოლი ბრონიკოვი, მღვდელი, მოწამეები: ევგენი დმიტროვი და მიხეილ ერეგოდსკი (+1937) - 18 (31) აგვისტო

ამ ახალმოწამეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1