წმინდა მოწამეები: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე - 17 (30) აგვისტო
წმინდა მოწამეები: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე - 17 (30) აგვისტო
ეს წმინდა მოწამეები ცნობილი ხალხი იყო. ისინი შემოივლიდნენ ნიკომიდიას, სახალხო სანახაობებს, ასწავლიდნენ იქ შეკრებილ ხალხს, ურჩევდნენ, რომ დაეტევებინათ კერპები და ქრისტე ერწმუნათ. ერთხელ ქალაქის მმართველმა დაინახა, რომ ამფითეატრები ცარიელი იყო, მიზეზი იკითხა. უთხრეს, - რაც ქრისტიანებმა ქადაგება დაიწყეს, ხალხი სანახაობებზე აღარ დადისო. მმართველის ბრძანებით მოწამეები შეიპყრეს, მასთან მიიყვანეს და მერე არენაზე მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ ქრისტეს მოწაფეებს პირი არ დააკავეს. მაშინ ისინი ათასნაირი წამების შემდეგ ცეცხლში ჩაყარეს და ამგვარად აღესრულნენ. მათი წამების ზუსტი თარიღი უცნობია.

ბეჭდვა
1კ1