წმინდა მოწამე დიმიტრიანე ლევკოპეტრიელი (X) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მოწამე დიმიტრიანე ლევკოპეტრიელი (X) - 16 (29) აგვისტო

წმინდა დიმიტრიანე X საუკუნეში ცხოვრობდა. ის მდიდარ ოჯახში დაიბადა. სავარაუდოდ, კვიპროსიდან იყო,

რადგან იმ მხარეში გავრცელებული იყო მისი სახელი. 12 წლისა მასწავლებელს მიაბარეს წმინდა წერილის შესასწავლად. როცა პირველი ფსალმუნის შესწავლა დაიწყეს, წმინდანმა ჰკითხა, თუ ვინ იყო ის ნეტარი კაცი, რომელიც უღმრთოთა ზრახვას არ შეუერთდა. მისი მასწავლებელი, წმინდა პარმენი მიხვდა, რომ ყმაწვილზე ღვთის სული გადმოვიდა და უთხრა, რომ ეს სიმდაბლით, სიმშვიდით და ყველა სხვა სათნოებებით მიიღწევა, რომელსაც უფალი გვასწავლის. მას მერე ყმაწვილი დღედაღამ შეისწავლიდა წმინდა წერილს.

წმინდა პარმენის სიკვდილის შემდეგ მამამისი მნიშვნელოვანი ქალაქის თავი გახდა და შვილსაც მოხელეობისთვის დაუწყო მზადება. დიმიტრიანე დაღონდა. თავის სატკივარზე ერთ წმინდა კაცს, ბასიანეს გაუმხილა. მან თავის ერთ მოწაფესთან და დიმიტრიანესთან ერთად ჩუმად დატოვა ქალაქი და ერთ კუნძულზე სამოღვაწეოდ დასახლდა. გზად 12 ავაზაკი შეხვდათ, ერთმა მათგანმა მახვილი მოუქნია ყმაწვილს, მაგრამ ხელი გაუშეშდა და მხოლოდ დიმიტრიანეს ლოცვით განიკურნა. გზა გააგრძელეს და ლევკოპეტრიას მთაზე ერთ მღვიმეში დასახლდნენ. წმინდა დიმიტრიანეს ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქნებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ მღვიმეში ორი სარკინოზი მოვიდა და თვალი მოჰკრეს წმინდანს, რომელიც მღვიმის ახლოს ერთ ზეთისხილის ხეზე აძვრა და დაიმალა. ერთმა მათგანმა წმინდანს ისარი ესროლა და მოკლა. როცა წმინდანს თავი მოჰკვეთეს, სისხლის ნაცვლად რძე წამოვიდა. იქ მყოფმა ქრისტიანებმა ყველაფერი მოაგროვეს და შემდგომში ამ სიწმინდისაგან მრავა¬ლი სასწაული მომხდარა.

 

ბეჭდვა
1კ1