წმინდა მოწამე აპოსტოლოს კონსტანტინოპოლელი (+1686-1689) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მოწამე აპოსტოლოს კონსტანტინოპოლელი (+1686-1689) - 16 (29) აგვისტო
წმინდა აპოსტოლოსი საბერძნეთში, პელიონის მთაზე, სოფელ აგიოს ლავრენტიოსში (წმინდა ლავრენტი) დაიბადა. 19 წლისა 1986 (ან 1689) წელს კონსტანტინოპოლში მოწამებრივად აღესრულა. პელიონზე არის მისი სახელობის ტაძარი. ვოლოსში კი მისი სახელობის ეკვდერია. 2007 წელს ეპისკოპოსმა დამასკინოსმა მოჰყვა წმინდანის მიერ მოხდენილი სასწაული. ვოლოსში ჩრდილოეთ საბერძნეთიდან მასწავლებელი ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. მანამდე ქალი რამდენჯერმე დაფეხმძიმდა, მაგრამ მეშვიდე თვემდე რომ მიაღწევდა, მუცელი სწყდებოდა. მაშინ ერთმა ღვთისმოშიშმა კოლეგამ ურჩია, აღთქმა დაედოთ და ბავშვი წმინდა აპოტოლოსისთვის მიეძღვნათ, ბავშვი წმინდანის ტაძარში მოენათლათ და მოწამის სახელი მიეცათ, თან დაჰპირდა ნათლია მე ვიქნებიო. ისინი დათანხმდნენ. შეეძინათ პატარა აპოსტოლოსი, და თავის სეხნა წმინდანის ტაძარში მონათლეს.
.................................

33 პალესტინელი მოწამე - 16 (29) აგვისტო

მათ ქრისტეს სიყვარულისთვის მახვილით თავები მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1