წმინდა მოწამე სვიმეონ ტრაპიზონელი (+1653) - 14 (27) აგვისტო
წმინდა მოწამე სვიმეონ ტრაპიზონელი (+1653) - 14 (27) აგვისტო
XVII საუკუნის II ნახევარში სამი ქრისტიანი ყმაწვილი კონსტანტინოპოლის გალატას რაიონიდან შინ ბრუნდებოდა და გზაში უზარმაზარ იუდეველს შეხვდნენ. უმცროსმა გოლიათს ურჩხული უწოდა. განრისხებულმა იუდეველმა ყმაწვილს ქამარში ჩაავლო ხელი და მაღლა ასწია. მაშინ ბიჭმა დანა ამოიღო და გოლიათს ზურგში ჩაარტყა. განრისხებულმა მაშინვე ვერ იგრძნო ტკივილი და ბიჭს გაქცევის საშუალება მიეცა. ამასობაში სისხლი წამოუვიდა და გოლიათი უგონოდ დაეცა. მაშინ მისი მეგობრები გამოედევნენ სამ ქრისტიანს, რომლებიც ბრბოს შეერია. მათ კი სხვა ქრისტიანი ახალგაზრდები დაინახეს, ერთ მათგანს, სვიმეონ ოქრომჭედელს სტაცეს ხელი, დიდ ვეზირთან მიიყვანეს და მოსყიდული ცრუმოწმეების დახმარებით დამნაშავედ გამოაცხადეს. სვიმეონი ციხეში ორმოცი დღით ჩაამწყვდიეს, და თუ იუდეველი მოკვდებოდა, მას სიკვდილით დასჯიდნენ, თუ გადარჩებოდა, მაშინ მას მისი მკურნალობის ხარჯები უნდა დაეფარა. და რადგანაც იუდეველი გადარჩა, სვიმეონს მოუწია საჭირო თანხის გადახდა. თუმცა ოცი დღის შემდეგ იუდეველი მაინც მოკვდა ჭრილობის გამო. ურიებმა მსაჯული მოისყიდეს და სვიმეონი კვლავ გამოიძახეს სასამართლოზე. მაგისტრატმა მას სიცოცხლის გადასარჩენად ისლამის მიღება ურჩია, მაგრამ სვიმეონმა უპასუხა: ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია ქრისტიანობის ღალატსო. მაშინ ის პრეფექტთან მიიყვანეს და მისი ბრძანებით სვიმეონი ჩამოახრჩეს, ხოლო სხეული იუდეველებს გადასცეს. წმინდა ნიკოდიმოსი მისი გარდაცვალების თარიღად 1653 წლის 14 აგვისტოს მიუთითებს. ხოლო იოანე კარიოფილისის "ნეომარტიროლოგიის" მიხედვით წმინდა სვიმეონი 1644 წლის 4 აგვისტოს დასაჯეს.

...................

წმინდა ალიპი - 14 (27) აგვისტო

აფრიკაში, ტაგასტეში იხსენიება წმინდა ალიპი. მასზე ბევრია ნათქვამი ნეტარი ავგუსტინეს და წმინდა მელანიას ცხოვრებებში, ასევე წმინდა პავლინე ნოლანელის ცხოვრებაში.

ბეჭდვა
1კ1