წმინდა მოწამე ანასტასი თესალონიკელი (+1794) - 08 (21) აგვისტო
წმინდა მოწამე ანასტასი თესალონიკელი (+1794) - 08 (21) აგვისტო
წმინდა ანასტასი XVIII საუკუნეში ცხოვრობდა, ტომით ბულგარელი გახლდათ და მაკედონიის სტრუმნიცკის რეგიონში დაიბადა და თესალონიკს იარაღის საწყობში მსახურობდა.

ერთხელ, პატრონის იძულებით, ქრისტიანთათვის ქალა¬ქში გადაადგილებისას დაწესებული გადასახადისთვის თავი რომ აერიდებინა, თურქულად შეიმოსა და ქალაქში გავიდა, მაგრამ მცველებმა მისი შემოწმება განიზრახეს და სთხოვეს, - მუსლიმანურად მოგვესალმეო!

ანასტასი არ შეშინდა და ქრისტეს უარყოფას სიკვდილი არჩია. თურქებმა სამგზის დაიბარეს სასამართლოში, მაგრამ წამების მიუხედავად, ვერ გატეხეს, - ყოველ სატანჯველს, ღვთის მადლით, არაადამიანური სიმტკიცით უძლებდა.

მაშინ მუსლიმთა თავკაცთან გაგზავნეს, რომელმაც ჯერ ლიქნით სცადა მისი გადმობირება, შემდეგ - სხვადასხვა დაპირებით, რომ ვერას გახდა, ანასტასის ისევ სატუსაღოს უკრა თავი, ფეხები ბორკილებით შეუკრეს, კისერზე კი - მძიმე ჯაჭვი დაჰკიდეს, შემდეგ ფრჩხილებქვეშ ბამბუკის წვეტიანი წკირების გაყრა იწყეს, თუმცა, კვლავ უშედეგოდ.

ბოლოს, მარტვილი გუბერნატორს მიჰგვარეს, რომელმაც მისი თესალონიკის ახალ კარიბჭესთან ჩამოკიდება ბრძანა, თუმცა, წამებით ძალაგამოცლილი ნეტარი 1794 წელს, მანამ მიიცვალა, სანამ სასჯელის აღსრულების ადგილს მიაღწევდა.


ბეჭდვა
1კ1