ემელიანე აღმსარებელი, კვიზიკოელი ეპისკოპოსი (+813-820) - 08 (21) აგვისტო
ემელიანე აღმსარებელი, კვიზიკოელი ეპისკოპოსი (+813-820) - 08 (21) აგვისტო
წმინდა ემელიანე იმ სავანის მონაზონი გახლდათ, რომელიც წმინდა პატრიარქმა, ტარასიმ (ხსენება 25 თებერვალს) დააარსა.

მეგობრებისა და თანამოღვაწეების, - წმინდა მიქაელ სინადელის (ხსენება 23 მაისს) და წმინდა თეოფანე ნიკომიდიელის (ხსენება 8 მარტს) შემდგომ წმინდა ემელიანეს მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და კვიზიკის მიტროპოლიტის, - ნიკოლოზის (788 წლის შემდგომ) მემკვიდრე შეიქნა.

ღვთის მადლით ცხებული ემელიანე დიდად მოწყალე და ქველმოქმედი გახლდათ.

წმინდა ხატთა თაყვანისცემასთან დაკავშირებით ერეტიკოსი იმპერატორის, ლეონ მეხუთის სასახლეში მოწვეულ 815 წლის კრებაზე ნეტარმა განაცხადა, რომ დოგმატური საკითხები ოდენ ეკლესიის წიაღში უნდა წყდებოდეს და არა სამოქალაქო ხელისუფალთა მიერ.

ამგვარი ღია აღმსარებლობისთვის წმინდა ემელიანე გადაასახლეს.

როგორც ამბობენ, ემელიანე ხუთწლიანი დევნის შემდგომ იმპერატორის დამქაშებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

სხვა წყაროს, - "ბასილ მეორის მინოლოგიის" თანახმად კი წმინდა მამა გადასახლებაში თავისი სიკვდილით აღესრულა.

კონდაკი

ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისათვისცა ივნე, ღირსო ემელიანე: ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, წარმართთა ზედა მოსვლისაგან იხსნენ მონანი შენი.

* * *

ხსენება ღირსისა გრიგოლისა, პეჩორელი ხატმწერისა, ახლო მღვიმელისა (XII)

* * *

წმინდა ზოსიმესა და საბატიოსის წმინდა ნაწილთა გადასვენება (+1566)

* * *

წმინდა ზოსიმესა და საბატიოსის წმინდა ნაწილთა მეორე გადასვენება (+1992)

ბეჭდვა
1კ1