მღვდელმოწამე ფაბიანე (+250), რომის პაპი - 05 (18)აგვისტო
მღვდელმოწამე ფაბიანე (+250), რომის პაპი - 05 (18)აგვისტო
კეთილმორწმუნე ერისკაცი, ფაბიანე (ფაბი) რომში III საუკუნეში ცხოვრობდა. რომის პაპის, წმინდა ანთვირეს (+236 წელი) მიცვალებიდან მცირე ხანში მეგობრებთან ერთად რომს სწორედ ახალი პაპის არჩევის ჟამს ბრუნდებოდა.

კანდიდატად მრავალი გამოჩენილი პირი დასახელდა, თუმცა, ღვთის განგებით, ცით მოვლენილი მტრედი სწორედ ფაბიანეს დააჯდა თავზე.

ხალხმა ეს ზეგარდამო ნიშნად ჩათვალა და ერთხმად იხუვლა:

- ღირს არს!

ასე დაასხეს ხელი, მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფაბიანეს მღვდელმთავრად.

თოთხმეტი წლის მანძილზე განაგებდა სიბრძნით რომის ეკლესიას წმინდა მამა. ეს პერიოდი შედარებით მშვიდობიანი აღმოჩნდა იქაურ ქრისტიანთათვის და ნეტარ ფაბისაც მიეცა საშუალება, საეკლესიო ცხოვრებისთვის მიეხედა, მრავალი წმინდანი განედიდებინა, მათი ცხოვრებანი აღეწერა და მართლმადიდებლობის დაცვაზეც ეზრუნა.

სწორედ მას მიაწერენ გალიაში შვიდი ეპისკოპოსისგან შემდგარი პირველი მისიის წარგზავნას.

იგი ერთ-ერთი პირველი ემსხვერპლა დეციუსის (250 წელი) ჟამინდელ დევნას (თავი წარკვეთეს) და წინამორბედთა გვერდით დაიკრძალა.

* * *

ხსენება მოწამეთა: კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა, ქვებით ჩაქოლვილთა (IV)

* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა სოლევი მეგვიპტელისა, ისრებით განგმირულისა (IV)

ბეჭდვა
1კ1