ღირსმოწამე ევდოკია, სპარსეთს ვნებული (+362-364) - 04 (17) აგვისტო
ღირსმოწამე ევდოკია, სპარსეთს ვნებული (+362-364) - 04 (17) აგვისტო
ეს წმინდა დედა მცირე აზიაში, IV საუკუნეში დაიბადა და ტყვედ სპარსელთ ჩაუვარდა, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში წაიყვანეს.

წმინდა წერილის ღრმად მცოდნე ტყვე თანამემამულეთ განამტკიცებდა და მრავალ სპარს ქალს დაუმეგობრდა და მოაქცია.

ამან ისე გააცოფა სპარსნი, ევდოკია შეიპყრეს და ხარის ძარღვებით გვემეს.

გამოხდა ორი თვე და ნეტარს კვლავ მოუწოდეს სამსჯავროზე, სადაც კვლავ მხურვალედ დაამოწმა ქრისტე. მაშინ ეკლოვანი წკეპლებით უწყეს გვემა, რის შედეგადაც სხეული ერთიანად დაეფლითა. ჯალათნი ნეტარს იმგვარი გაავებით ურტყამდნენ, მისი სისხლით თავადვე მოისვარნენ.

ექვსთვიანი პატიმრობის შემდგომ ევდოკია მსაჯულს სრულიად უვნებელი წარუდგა, ნეტარი ეკლიანი წკეპლებით სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ისე მჭიდროდ შემოახვიეს, ეკლებმა სხეულში შეაღწია, ხოლო როდესაც ჯალათებმა მათი ამოძრობა იწყეს, ეკლებთან ერთად კანსაც გლეჯდნენ.

შემდეგ ბოძზე ისეთი ძალით მიაკრეს, ევდოკიას ძვლები შეემუსრა, შემდეგ კი - თავი წარჰკვეთეს.

წმინდა დედაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1