ცხრანი მოწამენი, პამფილიის პერგიას ვნებულნი: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, მნისითე, კვირიაკე, მინეონი, კატუნი და ევკლე (III) - 01 (14 ) აგვისტო
ცხრანი მოწამენი, პამფილიის პერგიას ვნებულნი: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, მნისითე, კვირიაკე, მინეონი, კატუნი და ევკლე (III) - 01 (14 ) აგვისტო
ეს წმინდა მარტვილნი პამფილიაში II-III საუკუნეთა მიჯ¬ნაზე, დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდნენ.

მინეონი ხურო გახლდათ, დანარჩენნი კი უბრალო მუშაკნი და ერთურთთან ღვთის მხურვალე სიყვარული მისთვის ტანჯვათა დათმენის დიდი სურვილი აკავშირებდათ.

მოიძაგეს რა ყოველი, რაიც წუთისოფელს აკავშირებდათ, ერთ ღამეს შეიყარნენ, არტემიდეს წარმართულ სამსხვერპლოს მიადგნენ და შიგ მდებარე კერპნი ნაცრად აქციეს.

"დამნაშავენი" მალევე იპოვეს, შეიპყრეს და დასაკითხად პერგიის მმართველს, ფლავიუსს მიჰგვარეს, რომელმაც სა-ზარელ სასჯელს მისცა: - ჯერ უმოწყალოდ გაამათრახეს, შემდეგ გვერდები ამოუშანთეს, სხეული რკინის კავებით ძვლებამდე დაუფლითეს, თვალები კი დასთხარეს.

შემდეგ კვლავ საპყრობილეს გამოამწყვდიეს და საზრ¬დელისა და წყლის გარეშე კარგა ხანს ამყოფეს.

ჯურღმულიდან რომ გამოიყვანეს, საჯიჯგნად გარეულ მხეცთ მისცეს, მაგრამ უფლის წყალობამ ნადირთა მძვინვარება მოამდოვრა.

ამ საკვირველების მომსწრეთ აღმოთქვეს:

- დიდია ღმერთი ქრისტიანეთა!

უეცრად ცა საშინელმა ელვამ გაკვეთა, იქუხა და ღვართქაფი წამოვიდა, თითქოს ზეცა ეძახდა მარტვილთ.

ამ საკვირველმა მოწოდებამ განამხნევა მოწამენი და მორჩილად მოუდრიკეს თავი მახვილს.

წმინდა მამანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო


* * *
ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრისა (პავსკოვისა), პრესვიტერისა (+1937) - 01 (14 ) აგვისტო

* * *

ხსენება წმინდათა მოწამეთა: პოლიევქტოსი, ნაკელში ცოცხლად ჩამარხულისა, თეოდორესი და კვირიკესი, მახვილით განგმირულთა, ელეაზარისა, რომელსაც თავი დაუწვეს და მათ თანა ვნებულთა, რომელთა ხსენებასაც კონსტანტინოპოლის ვიგლენტის კვარტალში დღესასწაულობდნენ - 01 (14 ) აგვისტო

* * *

ხსენება წმინდათა მოწამეთა: მინასი და მინეასი, რომელთა ხსენებაც კონსტანტინოპოლის ევდომის კვარტალში აღინიშნებოდა - 01 (14 ) აგვისტო

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა პაპია უმცროსისა, რომელიც ტომარაში მოათავსეს და ზღვას მისცეს - 01 (14 ) აგვისტო

ბეჭდვა
1კ1