ათანასე კიოსელი, კონსტანტინოპოლელი (+1670) - 24 ივლისი (6 აგვისტო)
ათანასე კიოსელი, კონსტანტინოპოლელი (+1670) - 24 ივლისი (6 აგვისტო)
ღირსი ათანასე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVII საუკუნის II ნახევარში, ქალაქ კიოსში, ქალაქ ნიკეის ახლოს. ის იყო კეთილშობილი ქრისტიანი და მაღალი წოდება ეკავა საზოგადოებაში. როდესაც თურქულმა მმართველობამ ქალაქის ქრისტიანებს ახალი გადასახადები დაუწესა, ათანასე შეეცადა, თავისი გავლენა გამოეყენებინა, ის აიძულებდა თურქებს, მათაც ეხადათ ქრისტიანებისთვის დაწესებული გადასახადი.

თურქებმა ის შეიპყრეს და მსაჯულის წინაშე წარადგინეს კონსტანტინოპოლში. ურჯულოებმა ათანასეს ცილი დასწამეს, თითქოს ისლამის მიღების პირობა დადო და შემდეგ არ შეასრულა. მუქარის და დაპირებების მიუხედავად, ათანასემ არ უარყო ქრისტიანობა. მაშინ ის დააპატიმრეს. ორი თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ. ვერც სასტიკმა წამებამ გატეხა კიოსელი ქრისტიანი. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1670 წლის 24 ივლისს.

ხატის წყარო.

ბეჭდვა
1კ1