წმინდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (+305) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
წმინდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (+305) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ეწამნენ ტროფიმე, თეოფილე და კიდევ ცამეტი ქრისტიანი. ქრისტიანებმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს და სამსჯავროზე უშიშრად აღიარეს ქრისტე. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს: დაუმსხვრიეს წვივები, ცეცხლში ჩაყარეს. მოხდა სასწაული: სულიწმიდის მადლით განკურნებული და განმტკიცებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ კოცონიდან და კიდევ უფრო ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. დიოკლეტიანეს ჯალათებს წმინდანთა მოდრეკის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ და მათ თავები მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მათი სხეულები ფარულად მიაბარეს მიწას.

ბეჭდვა
1კ1