მღვდელმოწამე ფოკას, სინოპელი ეპისკოპოსის (+117) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 403-404 წლებში - 22 ივლისი (4 აგვისტო)
მღვდელმოწამე ფოკას, სინოპელი ეპისკოპოსის (+117) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 403-404 წლებში - 22 ივლისი (4 აგვისტო)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: ძველი სტილით 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.

წმინდა ფოკა იყო ეპისკოპოსი შავი ზღვის ქალაქ სინოპისა, ცხოვრობდა ქალაქ პაფლაგონიაში, მისდევდა მებაღეობას. მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო უცხო ტომის, უცნობთა, ღარიბთა და მონატრებულთა წინაშე. სიყრმეშივე მიიღო მან ღვთის მადლი და უამრავი სასწაული ჩაიდინა. წმინდანთა შესახებ ისტორიული წყაროების თანახმად, იგი დევნიდა ეშმაკებს, მკურნალობდა უსინათლოებს, თავის ქონებას ღარიბებს უნაწილებდა. ეპისკოპოსთა შორის მას ადანაშაულებდნენ ქრისტიანობისათვის, იმპერატორ ტრაიანეს ჯარისკაცებმა ბრძანება მიიღეს, სადაც კი შეხვდებოდნენ, იქვე მოეკლათ იგი.

წმინდა ფოკამ მის სახლში ჯარისკაცები მიიღო, გაუმასპინძლდა, შემდეგ განაცხადა, რომ თვითონ არის ის პირი, ვისაც ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცები კმაყოფილები იყვნენ მისი სტუმართმოყვარეობით, არაერთხელ მოუწოდეს მას უარი ეთქვა თავის რწმენაზე, ფოკამ მაინც არ უღალატა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც აწამეს 117 წელს.

403 ან 404 წელს წმინდა ფოკას წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

მღვდელმოწამე ფოკა ეპისკოპოსის კონდაკი

ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან, მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
..................

აქვე წაიკითხეთ:

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)

ბეჭდვა
1კ1