წმინდა მღვდელმთავარი იოანე, ქალკედონის მიტროპოლიტი (IX) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა მღვდელმთავარი იოანე, ქალკედონის მიტროპოლიტი (IX) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა იოანე სიტყვით და საქმით წმინდა ხატებს იცავდა და წმინდა ხატების თაყვანისცემისთვის აღმსარებელის გვირგვინი მოიპოვა IX საუკუნის დასაწყისში. ასე განადიდებს მას წმინდა თეოდორე სტუდიელი თავის "მცირე საუბრებში. გიორგი მთაწმინდელის "სვინაქსარში" იხსენიება იოვანე ქალკედონელი მთავარეპისკოპოსი. ხოლო იოანე-ზოსიმესეულ კალენდარში 28 ივლისსაა შეტანილი.

სხვა წყაროების მიხედვით უფრო საუბარია კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე IX ქალკედონელზე, რომელსაც აღაპიტეს ეძახდნენ (1111-1134).

იოანიკე დიდის ცხოვრების ორივე რედაქციის თანახმად, იგი კამულიანისების ცნობილ გვარს მიეკუთვნებოდა. ქალკედონის კათედრაზე წმინდა იოანეს წინამორბედი გახლდათ ნეტარი კოზმა, რომელიც 816 წელს გარდაიცვალა. ღირსი თეოდორე სტუდიელის მიერ წმინდა იოანესადმი გაგზავნილ წერილებიდან (821-825 წლებით თარიღდება) ჩანს, რომ იგი ხატთა თაყვანისცემის გამო გადაასახლეს კიდეც. როგორც ჩანს, იგი 825 წელს გარდაიცვალა. ეს მოვლენა საბაბად ექცა თეოდორე სტუდიელს თავის "მცირე საუბრებში" დაეწერა 22-ე სწავლება "წმინდა მღვდელმთავარ მიტროპოლიტ იოანე ქალკედონელის გარდაცვალების შესახებ".

ბეჭდვა
1კ1