წმინდა მოწამე კენელმ ვალიელი (+დაახლ. 821) - 17 ივლისი (30 ივლისი)
წმინდა მოწამე კენელმ ვალიელი (+დაახლ. 821) - 17 ივლისი (30 ივლისი)
დასავლეთის ეკლესია მოიხსენიებს მერსიის მეფე კენელმს. შუა საუკუნეების გადმოცემით, იგი შვიდი წლის ავიდა ტახტზე, მას მერე რაც მამამისი მეფე კენულფი გარდაიცვალა. მისმა დამ კიონდრედმა მოისყიდა კენელმის აღმზრდელი და იგი კლენტთან ახლოს ტყეში მოაკვლევინა, რათა თვითონ ასულიყო ტახტზე. როცა კენელმის სხეული იპოვეს, უინჩკომბში დაკრძალეს, მისი საფლავიდან უამრავი სასწაული აღესრულა. წმინდა კენელმს დიდ პატივს მიაგებდნენ შუასაუკუნეების ინგლისში და დღემდე თაყვანს სცემენ გლოსტერში და უიჩკომბში, სადაც მისი წმინდა ნაწილები განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1