წმინდა მოწამე სპერატი და მისთანა თანამოღვაწენი (II) - 17 ივლისი (30 ივლისი)
წმინდა მოწამე სპერატი და მისთანა თანამოღვაწენი (II) - 17 ივლისი (30 ივლისი)
წმინდა სპერატი და მისი თანამოსაგრენი ცხოვრობდნენ II საუკუნეში რომის ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ სცილაში. მარკუს ავრელიუსის უგუნური ვაჟის კომოდიიოს იმპერატორობისას (180), ისინი შეიპყრეს და პროკონსულ სატურნინთან მიიყვანეს კართაგენში. ის იმპერატორის სახელით შეწყალებას დაჰპირდა, თუ საკუთარ რწმენაზე უარს იტყოდნენ. სპერატმა ყველას ნაცვლად უპასუხა: "ჩვენ არასდროს არაფერი ცუდი არ ჩაგვიდენია, არც არავინ დაგვიწყევლია და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ცუდად გვექცევა. სწორედ ასე ვეპყრობით ჩვენს იმპერატორს". პროკონსული არ ცხრებოდა და ამბობდა, იმპერატორის გენიას თაყვანი ეცითო. რაზეც წმინდა სპერატმა უპასუხა: "მე არ ვცნობ ამქვეყნიურ სამეფოს. მე მირჩევნია ვემსახურო უფალს, რომელსაც მოკვდავთა თვალები ვერ იხილვენ". მაშინ სატურნინი დანარჩენებს მიუბრუნდა, და ქრისტეს რწმენის ღალატს აიძულებდა. კიტინმა მას უპასუხა: - ჩვენ უფალი ღმერთის გარდა არავისი გვეშინიაო. მაშინ მოწამეებმა ერთიმეორეს მიყოლებით განაცხადეს, რომ ისინი ქრისტიანები არიან და ქრისტიანებად დარჩებიან. მათ დრო მისცეს მოსაფიქრებლად, მაგრამ მოწამეებმა უარი განაცხადეს, - საფიქრი არაფერი გვაქვსო.

პროკონსულმა გამოსცა ბრძანება: "სპერტი, ნარცალი, კიტინი, ბეტურია, ფელიქსი, აკვილინა, იანუარი, გენეროზი, ვესტი, დონატი, სეკუნდი და სხვები, რომლებიც თავიანთი აღიარებით ქრისტიანული წესით ცხოვრობენ. ჩვენ მას შევთავაზეთ დაბრუნებოდნენ რომაელ წესს, მათ კი ჯიუტად უარი თქვეს და მათ მახვილით სიკვდილი მივუსაჯეთ". განაჩენი რომ გაიგეს, სპერატმა წამოიძახა: "ვმადლობთ უფალს!" ნარცალმა დაუმატა: "დღეს მოწამეობით, ჩვენ ზეცაში მოვხვდებით. დიდება უფალს!" ვიდრე სიკვდილით დასჯიდნენ მოწამენი ამ სიმღერას იმეორებდნენ. წმინდა მოწამეებს მახვილით თავები მოჰკვეთეს და ისინი შევიდნენ ღვთის სასუფეველში.

შემდგომში კართაგენში მათ სახელზე ტაძარი აშენდა და მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა მათი თაყვანისცემა. მხოლოდ წმინდა სპერატი იხსენიება წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის "სვინაქსარში", წმინდა ვერონიკასთან ერთად. მათი მოწამეობის "აქტი" - ლათინური ქრისტიანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დოკუმენტია. ეს წმინდანები იხსენიებიან როგორც სცილელი მოწამენი. მათზე საუბრობენ მღვდელმოწამე კვიპრიანე, ტერტულიანე, ნეტარი ავგუსტინე. მათი და წმინდა კვიპრიანეს წმინდა ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს გალიაში.


სურათის წყარო
ბეჭდვა
1კ1