წმინდა მოწამე მარკიანე (+258) - 13 (26) ივლისი
წმინდა მოწამე მარკიანე (+258) - 13 (26) ივლისი
წმინდა მარკიანე სიჭაბუკეში ლიკაონიის მთავარ ქალაქ იკონიონში შეიპყრეს კერპთმსახურებმა და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი კაპადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. მან მხნედ ამხილა იმპერატორი წარმართულ ბილწ რწმენაში და აღიარა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად და მეუფედ. ამის მერე განრისხებულმა წარმართებმა მას სხეული დაუსერეს; თუმცა ამან ისინი არ დააკმაყოფილა და წმინდა მარკიანე გახურებულ ტაფაზე დადეს, რის შემდეგაც მას ენა მოჰკვეთეს. ამანაც რომ ვერ გატეხა ქრისტეს მხედარი, მაშინ მმართველმა ბრძანა მისთვის მახვილით თავი მოეკვეთათ. მეომრებმა გაიყვანეს წმინდა მარკიანე და მაშინ, როცა ის ლოცულობდა და მადლობდა ღმერთს, მას თავი მოჰკვეთეს. წმინდა მარკიანე 258 წელს აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1