წმინდა მოწამე სერაპიონი (II-III) - 13 (26) ივლისი
წმინდა მოწამე სერაპიონი (II-III) - 13 (26) ივლისი
წმინდა სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) მეფობისას ცხოვრობდა. იგი ქრისტიანთა დევნის დროს შეიპყრეს და მმართველ აკვილას მიჰგვარეს სამსჯავროზე. წმინდა სერაპიონმა მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება და განადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ამიტომაც სასტიკად აწამეს, საშინლად დაჩეხეს, მთელი სხეული დაუსერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს და აშიმშილეს.

საპყრობილეში წმინდა სერაპიონს მაცხოვარი გამოეცხადა, გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა. როცა ჯალათებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი

სრულიად უვნებელი იხილეს, მას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. ასე დაასრულა სიცოცხლე, ქრისტეს ერთგულმა მონამ. ეს მოხდა 205 წელს.

ბეჭდვა
1კ1