ბოსნიელი ახალმოწამენი (+1941-1945) - 11 (24) ივლისი
ბოსნიელი ახალმოწამენი (+1941-1945) - 11 (24) ივლისი
XX საუკუნის ბოსნია-ჰერცოგოვინაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ განიცადა მძიმე განსაცდელი. 2005 წელს სერბეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს და კომუნისტური ტერორისას რწმენისთვის აღსრულებული სამღვდელო პირნი. მათ შორის იყვნენ ბოსნიელი ახალმოწამენი:

მღვდელი მომჩილო გრგუჩევიჩი - 1945 წლის ნოემბერში კომუნისტებმა დახვიტეს, ერთ-ერთი ვერსიით მას კომუნისტებმა თავი მოჰკვეთეს.

მღვდელი დობროსლავ ბლაჟევიჩი - 1941 წელს შეიპყრეს უსტაშებმა და მხეცურად მოკლეს ბოგოინოს გზაზე.

მღვდელი მილან ბოჟიჩი - 1941 წელს 1/2 ივლისის ღამეს მოწამებრივად აღესრულა გოსპიჩის საკონცენტრაციო ბანაკში.

მღვდელ-მონაზონი მიხეილ ჯუსიჩი და პროტოსინგელი იოანე რაპაიჩი - 1945 წლის მაისში ისინი პარტიზანებმა შეიპყრეს და დიდი ხნის წამების შემდეგ სარაევოს ახლოს სოფელ ბლაჟუეში. სიკვდილის წინ მათ საკუთარი სამარე გაათხრევინეს.

მღვდელი იოანე ზაჩევიჩი - 1941 წელს უსტაშებმა მამა იოანე ტყვედ იგდეს კობროვნიცელ სერბებთან ერთად და წამების შემდეგ დახვრიტეს.

მღვდელი ბოჟიდარ იოვიჩი - გარდაიცვალა 1951 წლის 9 მაისს ზენიცას გამოსასწორებელ დაწესებულებაში.

დეკანოზი ბოგდან ლალიჩი - მოკლეს გოსპიჩის საკონცენტრაციო ბანაკში.

მღვდელი ტიფუნ მაქსიმოვიჩი - პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ავსტრიის ხელისუფლებამ დააპატიმრა და დახვრიტეს სემიზოვცეში 1914 წლის სექტემბერში.

მღვდელი ველიმირ მიატოვიჩი - 1945 წელს დახვრიტეს პარტიზანებმა.

მღვდელი ბოჟიდარ (ბოჟინა) მინიჩი - 1945 წელს დახვრიტეს პარტიზანებმა.

მღვდელი მილადინ მინიჩი - 1941 წელს უსტაშებმა ბილეშევოში, სამრევლო სახლში მოკლეს.

ეპისკოპოსი ბარნაბა ნასტიჩი - დაიბადა 1914 წელს. 1947 წელს აირჩიეს ეპისკოპოსად. 1948 წელს დააპატიმრეს ჯაშუშობის და სხვა ბრალდებებით და 10 წლით მკაცრი ციხე მიუსაჯეს. 1949 წელს, როცა სრემის მიტროვიცის ციხეში გადაჰყავდათ სხვებთან ერთად, სარკინიგზო კატასტროფაში მოჰყვა და ხელ-ფეხი მოიტეხა, რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა და შემდეგ ერთი წელი ბელგრადში ტაძრად მიყვანების მონასტერში ლოგინს იყო მიჯაჭვული. შემდეგ კი სარაევოსთან ახლოს გომიონიცას მონასტერში ჩაამწყვდიეს და 1960 წლამდე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, 1964 წლის 12 ნოემბერს გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. ერთი ვერსიით ის მოწამლეს.

დეკანოზი მარკო პოპოვიჩი -1941 წლის 23/24 ივნისის ღამეს მხეცურად მოკლეს უსტაშებმა.

დეკანოზი დიმიტრი რაიანოვიჩი -1941 წლის აგვისტოში შეიპყრეს უსტაშებმა და ილიიაშიას მიდამოებში მოკლეს.

მღვდელი ბუდიმარ სოკოლოვიჩი - 1945 წელს პარტიზანებმა მილიევინესთან დახვრიტეს.

მღვდელი რელია სპახიჩი - 1941 წლის 10 აგვისტოს უსტაშებმა ის თავის 27 სულიერ შვილთან ერთად ბუტმირთან ახლოს ტყეში დახვრიტეს.

მღვდელი ლაზა ჩულიბრკი - პირველი მსოფლიო ომის დროს მისი არადში ინტერნირება მოახდინეს, სადაც 1915 მარტის 12 მარტს გარდაიცვალა.

მღვდელი სავო შილიაკი - მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ჟიჩის ეპარქიაში. 1945 წელს მოკლეს სლოვენიაში.

მღვდელი სავო შკალაკი - პირველი მსოფლიო ომის დროს შეიპყრეს და მძევლად აიყვანეს ოკუპანტებმა. მამა სავო აწამეს, რამდენჯერმე დასახვრეტად გაიყვანეს, ბოლოს ის 1918 წლის 9 აპრილს სარაევოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მღვდელი მილორად ვუკოიიჩიჩი - დახვრიტეს პარტიზანებმა 1945 წელს.

მღვდელი რატომირ იანკოვიჩი - დახვრიტეს იტალიელმა ოკუპანტებმა 1941 წლის 4 დეკემბერს.

დეკანოზი მიხაილო ევჩევიჩი - 1945 წელს დახვრიტეს პარტიზანებმა ახალ პაზარეში.

მღვდელი დუშან პრიოვიჩი- დახვრიტეს პარტიზანებმა 1946 წლის გაზაფხულზე.

მღვდელი დობროსავ სოკოვიჩი - 1941 წელს დააპატიმრეს უსტაშებმა, მოგვიანებით გადაიყვანეს სარაევოში და იქ მოკლეს.

იღუმენი ნესტორ ტრკულია - 1941 წელს დახვრიტეს პარტიზანებმა.

არქიმანდრიტი სერაფიმ ძარიჩი - 1941 წელს დახვრიტეს პარტიზანებმა.

მღვდელი ანდრია შილიაკი - 1941 წლის 4 დეკემბერს დახვრიტეს იტალიელმა ოკუპანტებმა.

პროტოპრესვიტერი სლობოდან შილიაკი - 1943 წლის 5 დეკემბერს კოსანიცესთან დახვრიტეს პარტიზანებმა.

პროტოპრესვიტერი სიმო ბანიაცი - 1941 წელს აკუწეს უსტაშებმა.

პროტოპრესვიტერი მირკო სტოისავლევიჩი- 1941 წელს შეიპყრეს უსტაშებმა აწამეს და მოკლეს.

პროტოპრესვიტერი მილან ბაიანცი - 1941 წლის 14 ივნისს შეიპყრეს უსტაშებმა და მხეცური წამების შემდეგ მოკლეს. მასთან ერთად აწამეს მღვდელი მილან გოლუბოვიჩი.

პროტოპრესვიტერი ვუკოსავ მილანოვიჩი - უსტაშებმა შეიპყრეს, მოკლეს მისი შვილები, თვითონ მღვდელი სასტიკად აწამეს და ამ წამების შედეგების შემდეგ გარდაიცვალა.

პროტოპრესვიტერი მილან პოპოვიჩი - 1941 წლის ივლისში შეიპყრეს უსტაშებმა, მხეცურად აწამეს, ყელი გამოჭრეს და ორმოში ჩააგდეს.

მღვდელი როდოლიუბ სამარაჯიჩი - 1941 წლის ივნისში მოკლეს უსტაშებმა.

მღვდელი დამიან შტრბაცი - 1941 წლის ივნისში შეიპყრეს უსტაშებმა და წამების შემდეგ გოსპიჩის საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. სიკვდილის წინ მას ტყავი ცოცხლად გააძრეს და შემდეგ იადოვნას უფსკრულში გადააგდეს.

ბეჭდვა
1კ1