მღვდელმოწამე მეთოდე კრეტელი (+1793) - 09 (22) ივლისი
მღვდელმოწამე მეთოდე კრეტელი (+1793) - 09 (22) ივლისი
ეს წმინდა მამა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა, თავიდან კრეტაზე, ამარიონის ეპარქიის უხორცო ძალთა სახელობის სავანის იღუმენი გახლდათ, შემდგომ ქალაქ ლაპის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი.

საიმდროოდ მუსლიმანები ძლიერ ავიწროებდნენ ეკლესიას, რასაც წმინდა მამა ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა.

მაშინ ფარანტონის სავანის იღუმენმა, რომელსაც თავად ეწადა ამარიონის მღვდელმთავრობა, ნეტარი მეთოდე თურქებთან დაასმინა.

საზარელი ტანჯვის შემდეგ, 1793 წლის 9 ივლისს წმინდა მეთოდემ სული უფალს შეჰვედრა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1