ღირსმოწამენი: პატერმუთი, კოპრე და მოწამე ალექსანდრე (+361-363) - 09 (22) ივლისი
ღირსმოწამენი: პატერმუთი, კოპრე და მოწამე ალექსანდრე (+361-363) - 09 (22) ივლისი
361 წელს იულიანე განდგომილი გაიმპერატორდა, სპარსელთა წინააღმდეგ მიმავალს გზად ეგვიპტე ედო, იქ ორი სიქველით განთქმული მონაზონი შეაპყრობინა და დაემუქრა:

- თუ თქვენს რწმენაზე უარს არ იტყვით, ყველაზე საზარელ ტანჯვას შეგამთხვევთ.

მათგან უფროსმა, პატერმუთმა თავიდანვე იმგვარი სიმტკიცე გამოიჩინა, თავი ანებეს და ჯერ მისი უმცროსი მეგობრის მოდრეკა განიზრახეს.

ეს უკანასკნელი თავიდან შეშინდა და მათ ნებას დაჰყვა, მაგრამ შემდგომ, პატერმუთისგან განმტკიცებულმა თავის დამღუპველ განაზრახზე უარი თქვა.

თუმცა, როდესაც გავარვარებულ ბადეზე დაუპირეს დაწვენა, ადამიანურმა შიშმა ისევ სძლია.

მაშინ მრავალწლიანი ღვაწლით განმტკიცებულმა და განწმენდილმა პატერმუთმა კვლავ ანუგეშა თანამოძმე, შემდეგ კი თავად კოპრესთან ერთად წარვიდა საწამებლად.

მას შემდეგ, რაც, ღვთის მადლით, საშინელ ტანჯვას ორივე უვნებელი გადაურჩა, მეომარ ალექსანდრესთან ერთად გახურებულ ღუმელში უკრეს თავი.

განდგომილმა, რა იხილა, ცეცხლს სამივე უვნებელი გადაურჩა, მათთვის თავების წარკვეთა ბრძანა.


ხატის წყარო

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა კონსტანტინესი (ლებედევი), პრესვიტერისა (+1918)

* * *

ხსენება წმინდათა მოწამეთა - ანდრიასი და პროვისა, რომელთაც სიკვდილი ცეცხლში მიიღეს

ბეჭდვა
1კ1