წმინდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიქიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე (II) - 7 ივლისი (20 ივლისი)
წმინდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიქიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე (II) - 7 ივლისი (20 ივლისი)
ქრისტეს ეს რჩეულნი იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წლები) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში, რომელსაც ტრაიანესეული დევნისას შეაფარეს თავი.

ეს მარტვილნი ჯვარცმული ეპისკოპოსის, ასტიოსის (ხსენება 4 ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვნებას, რის გამოც მმართველმა აგრიკოლამ ხომალდში ჩასვა და ზღვას მისცა.

90 წლის შემდგომ მარტვილნი ალექსანდრიის მღვდელმთავარს გამოეცხადნენ და მათი სხეულების ადგილსამყოფელი გაუმხილეს.

ეპისკოპოსმა დიდი პატივით დამარხა წმინდა მოწამენი, იმ ადგილას კი მათივე სახელობის ტაძარი აღმართა.

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: ესტატესი, რომელმაც სიკვდილი ცეცხლში მიიღო, პოლიკარპე უმცროსისა და ევანგელესი, მახვილით განგმირულთა (III-IV)

ბეჭდვა
1კ1