წმინდა მღვდელმოწამე იუბენალი, ალასკელი (+1796) – 02 (15) ივლისი
წმინდა მღვდელმოწამე იუბენალი, ალასკელი (+1796) – 02 (15) ივლისი
წმინდა იუბენალი 1761 წელს დაიბადა და კონევეცკის მონასტრის მორჩილი გახდა.

როდესაც რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალასკაზე მისიონერთა გაგზავნა იწყო, იუბენალმა ძმასთან, სტეფანესთან ერთად გადაწყვიტა, მისიას შეერთებოდა, ორივეს პეტერბურგს მღვდლად დაასხეს ხელი და იქიდან - ამერიკას წარიგზავნენ.

ალასკაზე იუბენალმა მოციქულებრივი ღვაწლი გასწია და ათასობით ალეუთი მოაქცია.

1796 წლის ზაფხულში ილიამინის ტბის ნაპირას ნეტარ მამას ადგილობრივი მეომრები დაესხნენ, იუბენალი წინააღმდეგობის გარეშე ჩაჰბარდა და ითხოვა, მის თანმხლებთათვის არა ევნოთ.

როგორც ამბობენ, როდესაც მკვლელებმა უკან გაბრუნება დააპირეს, იხილეს, თუ როგორ წამოდგა იუბენალი ფეხზე და გაედევნათ, იგი თურმე ვერც შიშით ზარდაცემულ მეომართა ისრებმა შეაჩერეს.

მაშინ დაზაფრულმა მეომრებმა ესღა იღონეს - ნაწილ-ნაწილ აეკუწათ ნეტარი და გაქცევით ეშველათ თავისთვის.

ბეჭდვა
1კ1