წმინდა მოწამე კონსტანტინე ორმიდელი და მას თანა ვნებულნი (VII-VIII) - 01 (14) ივლისი
წმინდა მოწამე კონსტანტინე ორმიდელი და მას თანა ვნებულნი (VII-VIII) - 01 (14) ივლისი
წმინდა კონსტანტინე, სავარაუდოდ, წმინდა ავქსენტის (VII საუკუნის დასასრული) და იმ წმინდა მამათა თანამოღვაწე უნდა ყოფილიყო, კვიპროსზე რომ განადიდებენ და ალემანებად რომ იხსენიებენ (ხსენება 28 სექტემბერს).

გარკვეულ ხანს წმინდა მამანი იორდანიის უდაბნოში იღვწოდნენ, შემდგომ - ხომალდით პათოსს მიადგნენ, საიდანაც კვიპროსზე მიმოიფანტნენ.

ონსტანტინე, სამი თანამოღვაწითურთ, ტრაქეასთან დაფუძნდა და იქაურობა ქრისტეს ნათლით განანათლა.

მათი წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავმა იქაური მმართველის, განდგომილი საბინის ყურამდეც მიაღწია, თავისთან იხმო და სასჯელად საშინელი ტანჯვა განუჩინა.

მამებმა, ვითარცა უხორცო ქმნილებებმა, იმგვარად დაითმინეს გამოუთქმელი წამება. მაშინ მტარვალმა მათი ფეხებით ხეზე დაკიდება და ტყავის გაძრობა ბრძანა, მაგრამ არც ამ და არც ამაზე საზარელ ტანჯვას არ მოუდრეკია მარტვილნი.

მაშინ, დარწმუნდა რა, ყოველი მისი ცდა ამაო იყო, საბინმა კონსტანტინეს და მის თანა სამ მოღვაწეს თავები წარკვეთა.

მათი წმინდა ნაწილნი ქრისტიანებმა ჰპოვეს და ღამით ორმიდიაში, ლარნაკას ეპარქიაში, მიაბარეს მიწას. მრავალი წლის შემდეგ იმ ადგილას წყარომ ამოხეთქა, რომლისგანაც მრავალმა მიიღო კურნება.

წმინდა მოწამეთა მეოხებით გათავისუფლდა მმართველი დიზენტერიისა და სიყრუისაგან, მადლობის ნიშნად კი იმ ად-გილას მარტვილთა პატივად ტაძარი აღაშენა.

ბეჭდვა
1კ1