წმინდა მოწამე აგრიპინა (+253-250) - 23 ივნისი (6 ივლისი)
წმინდა მოწამე აგრიპინა (+253-250) - 23 ივნისი (6 ივლისი)
აგრიპინა მოწამის გვირგვინით იმპერატორ ვალერიანს მიერ ქრისტიანთა დევნისას შეიმკო. იგი რომაელი იყო. მან ღვთის სიყვარულის გამო უარი თქვა ჯვრისწერაზე და ქალწულების აღთქმა დადო. ქრისტიანთა დევნისას ქალწული უშიშრად წარდგა სამსჯავროზე და აღიარა თავისი სარწმუნოება. ამის გამო უსჯულოებმა იგი დაატუსაღეს, წამებით მთლიანად დაუწყლულეს სხეული და ძვლები დაუმტვრიეს. ნატანჯ ქალწულს მტარვალებმა ბორკილები დაადეს, მაგრამ ანგელოზმა გაათავისუფლა საკვრელთაგან. წმინდა აგრიპინამ ვერ გაუძლო გადატანილ ტანჯვას და დაუძლურებულმა სული უფალს შეჰვედრა. ქრისტიანმა დედებმა - ვასამ, პავლამ და აღათონიკამ ფარულად აიღეს მარტვილის ცხედარი და სიცილიაში გადაასვენეს, სადაც მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. დაახლოებით XI საუკუნეში აგრიპინას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

მოწამე აგრიპინას კონდაკი:

ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენნი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით შემოვკრბებით გალობად შენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.

ბეჭდვა
1კ1