ფილადელფიელი მოწამეები, წმინდა ზენონი და ზინა (+304) - 22 ივნისი (5 ივლისი)
ფილადელფიელი მოწამეები, წმინდა ზენონი და ზინა (+304) - 22 ივნისი (5 ივლისი)
ფილადელფიელი მდიდარი თავადი ზენონი მსახურ ზინასთან ერთად მოწამებრივად აღესრულა დაახლოებით 304 წელს. ქრისტეს სიყვარულის და მისთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით აღვსილმა ზენონმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმინდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმინდანებს თავები მოჰკვეთეს.

...............................

მოწამე გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი - 22 ივნისი (5 ივლისი)

ქრისტეს აღსარებისთვის წმინდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.

ბეჭდვა
1კ1