წმინდა მოწამე ეთერიოსი (+დაახლ. 305) - 18 ივნისი (1 ივლისი)
წმინდა მოწამე ეთერიოსი (+დაახლ. 305) - 18 ივნისი (1 ივლისი)
წმინდა ეთერიოსი როგორც ქრისტიანი, შეიპყრეს დიოკლეტიანესეული დევნის ჟამს (303-305) და მმართველ ელევისს მიუყვანეს (სლავური მინოლოგიის მიხედვით ეს ნიკომიდიაში მოხდა). მან მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ ჯალათებმა სხეული ჩირაღდნებით დაუწვეს და გავარვარებული წვეტიანი რკინა ხელებში ზურგში და მკერდში გაუყარეს, მერე ნესტოები დააჭრეს და გაცხელებულ რკინის ცხაურზე დააგდეს. რადგანაც წმინდანი ანგელოზის სასწაულებრივი შეწევნით უვნებელი გადარჩა, მას თავი მოჰკვეთეს. წმინდა ეთერიოსს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1