მღვდელმოწამე მილანი რმანელი (+1941) - 17 (30) ივნისი
მღვდელმოწამე მილანი რმანელი (+1941) - 17 (30) ივნისი
წმინდა მილანი 1874 წელს დაიბადა ბოსნიაში. 1899 წელს დაამთავრა რელევის სემინარია და იმავე წელს ჯერ, დიაკვნად, ხოლო მალევე მღვდლად აკურთხეს. იგი სოფლების დიდი პალანჩიშტის და ხაშანის მღვდელი გახლდათ. მოგვიანებით რმანის მონასტერშიც მსახურებდა. იყო ხალხისთვის საყვარელი მოძღვარი და სერბეთის ისტორიაზე წერდა ჟურნალ "ბოსანკა ვილაში". 1941 წელს ის უსტაშებმა დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, მოკლეს და ცხედარი ორმოში ჩააგდეს. 2003 წელს პროტოპრესვიტერი მილანი სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1