მღვდელმოწამე ტიგრიოს ხუცესი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი (+404) - 16 (29) ივნისი
მღვდელმოწამე ტიგრიოს ხუცესი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი (+404) - 16 (29) ივნისი
მღვდელმოწამე ტიგრიოს ხუცესი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი წმინდა იოანე ოქროპირის თანამედროვენი და მისი სამღვდელო დასის წევრები იყვნენ. წმინდა ტიგრიოსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მწყემსი იყო, წმინდა ევტროპიოსი კი სიწმინდითა და უბიწოებით გამოირჩეოდა. როცა 404 წელს წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლიდან განდევნეს, წმინდა ტიგრიოს ხუცესი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმინდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვა დააბრალეს. ნეტარი ტიგრიოსი აწამეს, ღვედებით სცემეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც საპყრობილეში დალია სული. წმინდა ევტროპიოსი დაჭრეს, ჩამოკიდეს და რკინის იარაღით დასერეს, წამების შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, მეორედ წამებისას წმინდა მოწამე აღესრულა. მისი სხეული, რომელიც ძაღლებს მიუგდეს, ქრისტიანებმა ღამით მალულად წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დროს თურმე ანგელოზთა გალობა ისმოდა.
......................................

რომაელი და ნიკომიდიელი მოწამენი - 16 (29) ივნისი

ამ დღეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს I-IV საუკუნეების სხვადასხვა წლებში ქრისტესთვის წამებულ რომაელ და ნიკომიდიელ მოწამეებს.

ბეჭდვა
1კ1