ღირსმოწამენი - გრიგოლი და კასიანე ავნეჟელები (+1392) - 15 (28) ივნისი
ღირსმოწამენი - გრიგოლი და კასიანე ავნეჟელები (+1392) - 15 (28) ივნისი
წმინდა გრიგოლი ვოლოგდის მხარეში დაიბადა XIV საუკუნეში. შემონაზვნების და სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგ ის ვოლოგდის გაუვალ ტყეებში სამოსაგრეოდ თან წაიყვანა წმინდა სერგი რადონეჟელის თანამოსაგრემ წმინდა სტეფანემ (ხს. 14 ივლისს). მათ ერთად დააარსეს ავნეჟის მონასტერი მდინარე სუხონის შორიახლოს. მონასტრის აშენებაში ეხმარებოდა მდიდარი მიწათმოქმედი კონსტანტინე, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა კასიანეს სახელით და წმინდა გრიგოლის თანაშემწე გახდა. 1392 წელს თათრების შემოსევისას, ორივე ღირსი მამა მოკლეს და მონასტერი იავარქმნეს. 1524 წელს მათი წმინდა ნაწილები უხრწნელი აღმოაჩინეს, ხოლო მეფე ივანე I-მა ავნეჟის მონასტრის აღდგენა ბრძანა.

ბეჭდვა
1კ1