წმინდა ნეანიქს ბრძენი - 10 (23) ივნისი
წმინდა ნეანიქს ბრძენი - 10 (23) ივნისი
ამ წმინდა მამის ცხოვრების დრო უცნობია, გადმოცემის თანახმად, იგი ალექსანდრიის მმართველს, მაქსიმეს, როგორც ქრისტიანი, ისე წარუდგინეს, შვიდდღიანი დაკითხვა და მუქარა უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც ნეანიქს სიკვდილი მიუსაჯეს.

განაჩენის აღსრულების ადგილამდე მიმავალმა ხალხმრავლობაში ის მსახური ქალი შენიშნა, ვინც იმპერატორთან დაასმინა, მიიხმო და უთხრა:

- გმადლობ, რომ დამასმინე და ამით ამხელა პატივის ღირსი შევიქენ!

შემდეგ მორჩილად მოუდრიკა თავი ჯალათს და მოწამებრივი სიკვდილი სიხარულით მიიღო.

ბეჭდვა