მღვდელმოწამე ტიმოთე, პრუსელი ეპისკოპოსი (+361-363) - 10 (23) ივნისი
მღვდელმოწამე ტიმოთე, პრუსელი ეპისკოპოსი (+361-363) - 10 (23) ივნისი
დიდებული მოწამე იულიანე განდგომილის (361- 363 წლები) განდგომილის ზეობისას ცხოვრობდა და სიბრძნესთან ერთად უფლისგან სასწაულქმედების მადლითაც გახლდათ ცხებული.

ერთხელ, საღვთო ლიტურგიის შემდგომ, მორწმუნეებმა ნაკურთხ ტილოში გახვეული საღვთო ძღვენის ერთ კეთილმსახურ ქალთან, ვასილისასთან წაბრძანება სთხოვეს, ცოტა ხნის წინ ბითვინიას, ქალაქ პრუსთან, თბილ სამკურნალო წყლებთან რომ დასახლებულიყო.

ამ წყლებსა და ქალაქ პრუსს შორის, გზაზე, მღვიმეში, კვიპაროსის ხის ძირში უზარმაზარი ქვეწარმავალი ბუდობდა, იქაურობას შიშის ზარს რომ სცემდა.

ამ ადგილს რომ მიუახლოვდა, ნეტარმა ტიმოთემ თვალნი ზეცად აღაპყრო და უფალს შეწევნა სთხოვა.

სწორედ ამ დროს ურჩხულმა მიწა შეაზანზარა და თავისი საბუდრიდან გამოჩნდა.

ის იყო, საზარელი არსება მღვდელმთავარს ეცა, ტიმოთემ ტილო გამოკვანძა, ურჩხულს თავში ჩასცა და მიწაზე მყისვე უსულოდ დასცა, შემდეგ გზა განაგრძო და წმინდა ძღვენი ვასილისას მიართვა.

როგორც კი მტარვალმა იმპერატორმა ტიმოთეს ამგვარი მადლის და ხალხზე მისი დიდი გავლენის ამბავი შეიტყო, მყისვე მისი შეპყრობა ბრძანა, მუქარით ვერ მოდრიკა და თავი წარკვეთა.

ქრისტიანებმა კრძალვით შეაგროვეს მისი წმინდა ნაწილები და მიწას მიაბარეს.

მოგვიანებით მათი მეოხებით, ღვთის სადიდებლად, მრავალი კურნება და სასწაული აღსრულდა.


* * *

რიაზანის ეპისკოპოსის, წმინდა ვასილის (+1294) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1609 წელს

ბეჭდვა
1კ1