წმინდა მოწამე გელასი (III) - 06 (19) ივნისი
წმინდა მოწამე გელასი (III) - 06 (19) ივნისი

წმინდა გელასის, სავარაუდოდ, III საუკუნეში უნდა ეცხოვრა, თუმცა, მისი მოღვაწეობის ადგილი, სამწუხაროდ, უცნობია.



ქრისტიანთა დიდი დევნის ჟამს ნეტარმა, რაც ებადა, ღატაკთ უწყალობა, სპეტაკი სამოსით შეიმოსა და იმ ქრისტიანთა სანუგეშებლად და შესაწევნად იწყო სიარული, რწმენის გამო საპყრობილეებში რომ უკრეს თავი და მრავალ ტანჯვას შეამთხვიეს.

ქრისტეს ეს რჩეული მსახური მათ იარებს ეამბორებოდა, მისი სულისთვის ლოცვას სთხოვდა და განამტკიცებდა ტყვედქმნილ თანამოძმეთ.

ხოლო როდესაც წარმართებმა შეიპყრეს, მმართველს დაუფარავად განუცხადა, რომ ქრისტეს ესავდა, კერპები კი - უსულო ნივთნი იყვნენ.

მმართველმა ჯერ ზიზღით გაათავისუფლა გელასი, შემდეგ კი - საპყრობილიდან გამოაყვანინა და სასტიკად აწამა, ბოლოს კი - თავი წარკვეთა.

 

ბეჭდვა
1კ1