წმინდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრო, იპერექი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინიოსი, ერინეოსი და პამბონე (+305-311) - 05 (18) ივნისი
წმინდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრო, იპერექი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინიოსი, ერინეოსი და პამბონე (+305-311) - 05 (18) ივნისი
ამ მარტვილთა ცხოვრების ჟამი, დაახლოებით III საუკუნით თარიღდება. ისინი ალექსანდრიაში შეიპყრეს, წამების წინ ერთურთს განამხნევებდნენ და სიხარულევანნი წარდგნენ უმოწყალო დუქსის წინაშე და ერთხმად თქვეს, რომ არანაირი მიწიერი არ აღემატებოდა ქრისტეს.

ამით გამწარებულმა ტირანმა ტანჯვის ჩვეულ მეთოდებზე უარი თქვა და მათთვის ახალი საწამებელი გამოიგონა - ათი დღით ეგვიპტის აუტანელ ხვატში ყოველგვარი საჩრდილობლის გარეშე დატოვა მშიერ-მწყურვალნი.

თუმცა, წმინდანთ ამით ოდენ სულნი განუმტკიცა, რამეთუ მათი უფლისადმი სიყვარული იმ გვალვაზე მხურვალე გახლდათ, ხოლო შემუსვრილი გულიდან აღმომდინარე ცრემლს - წყლის ნაცვლობას უწევდათ.

ასე, გალობასა და ლოცვაში აღმოხდათ სული, ხოლო ოდეს ტირანმა მათი საკვირველი აღსასრულის შესახებ შეიტყო, ბრძანა, მათთვის იქვე მიეყარათ მიწა.

ბეჭდვა
1კ1