წმინდა კეთილმსახური მთავრის, იგორ ჩერნიგოველისა და კიეველის (+1147) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1150 წელს - 05 (18) ივნისი
წმინდა კეთილმსახური მთავრის, იგორ ჩერნიგოველისა და კიეველის (+1147) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1150 წელს - 05 (18) ივნისი
წმინდა იგორი (ნათლისღებით - გიორგი) ოლგოვიჩი დაახლოებით, 1080-1090 წლებში იშვა.

მამისაგან ჩერნიგოვის სათავადო იმემკვიდრა, 1146 წელს კი - კიევის დიდი მთავრის ტიტულიც მიიღო.

თუმცა, იქაურებს, რომელთაც თვალში დიდად არ მოსდიოდათ ოლგოვიჩთა დინასტია და ახალ მთავარს ურჩ ბოიართა დამორჩილების უუნარობაშიც სდებდნენ ბრალს, იგორი ჯერ განდევნეს, შემდეგ კი - სასტიკად ნაგვემი პერეისალავის საპყრობილეში გამოკეტეს.

ნატანჯმა და დასნეულებულმა მთავარმა თავის უფლებებზე უარი თქვა და ბერად აღკვეცა ითხოვა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და კიევის წმინდა თეოდორეს სახელობის მონასტერში, დიდ სქემაში, გაბრიელის სახელით აღკვეცეს.

ამის მიუხედავად, იქაურებს იგორი, აწ უკვე - ბერი გაბრიელი იმდენად სძულდათ, სანამ ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი სიცოცხლეს მხეცურად არ გამოასალმეს, არ მოისვენეს.

ეს სამწუხარო ამბავი 1147 წლის 19 სექტემბერს მოხდა.

1150 წელს, 5 ივნისს კი მისი წმინდა ნაწილნი ჩერნიგოვის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც წმინდა მთავრის შუამდგომლობით მრავალი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1