წმინდა მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+362) - 05 (18) ივნისი
წმინდა მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+362) - 05 (18) ივნისი
მაღალღირსი მამა ფინიკიაში, ტვირის მღვდელმთავრად, დაახლოებით, 304 წელს ეკურთხა, წმინდა წერილი და მამათა მემკვიდრეობა ღრმად შეისწავლა და დიოკლეტიანესეული დევნისას იძულებული შეიქნა, თავი ოდისოპოლისათვის (დღევანდელი ვარნა) შეეფარებინა, ტვირში დაბრუნებული კი მრავალი წელი მართავდა იქაურ ეკლესიას. როდესაც იულიანე განდგომილმა ახალი დევნა (361 წელი) წამოიწყო, უკვე მხცოვანმა ეპისკოპოსმა კვლავ მიაშურა ოდისოპოლს, სადაც იმპერატორის დამქაშებმა შეიპყრეს და, სიბერის მიუხედავად, საზარლად ტანჯეს.

წმინდა დოროთეს კონდაკი
სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებითა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვის ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.

ბეჭდვა
1კ1