მღვდელმოწამე ასტი, დურაჰის ეპისკოპოსი (II) – 04 (17) ივნისი
მღვდელმოწამე ასტი, დურაჰის ეპისკოპოსი (II) – 04 (17) ივნისი
ეს წმინდა მამა მაკედონიის ქალაქ დურაჰის საეპისკოპოსოს იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წლები) ზეობისას განაგებდა.

ერთ ღამეს ნეტარს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუ¬წყა, რომ მოკლე ხანში ქრისტესთვის სალმობანი უნდა დაეთმინა.
ნეტარმა თავის დიაკვნებს ურჩია, იქაურობას გასცლოდნენ, თავად კი ფეხი არ მოუცვლია, რის შემდეგაც შეიპყრეს და სასტიკად აწამეს.

საზარელმა წამებამ მისი სული ოდენ განამტკიცა, რამაც უარესად გაამხეცა ჯალათნი, - მარტვილს სხეულზე თაფლი წაუსვეს და კრაზანების ნაკბენებით განატანჯი ჯვარზე გააკრეს.

წმინდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს.

ბეჭდვა
1კ1