წმინდა მღვდელმოწამე იოსებ III , თესალონიკელი მიტროპოლიტი (+1821) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა მღვდელმოწამე იოსებ  III  , თესალონიკელი მიტროპოლიტი (+1821) - 3 ივნისი (16 ივნისი)
ნეტარი იოსები, ისევე, როგორც მისი თანამედროვე, წმინდა პატრიარქი, გრიგოლ V, წარმოშობით პელოპონესიდან, დომიცანიდან გახლდათ, ბრწყინვალე საერო და სასულიერო განათლების პატრონი ეფესოს მიტროპოლიტის დიაკვნად მსახურობდა და 1787 წელს დრამის მიტროპოლიტად დაესხა ხელი.

წმინდა მამა ძალას არ ზოგავდა სამწყსოს სულიერად განსანათლებლად და სწორედ მან შესთავაზა ნიკოდიმოს მთაწმინდელს სვინაქსარის შედგენა ახალბერძნულად, მისი გარდაცვალების შემდგომ კი - გამოსცა კიდეც.

1810 წელს იგი თესალონიკის მთავარეპისკოპოსად აღირჩიეს, სწორედ იმ ჟამს, როდესაც ქვეყანაში განმათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა.

ოსმანთა იმპერია დაუნდობლად მუსრავდა ამ სულის ყოველგვარ გამოვლინებას, რასაც უამრავი უდანაშაულო სიცოცხლე შეეწირა.

ამიტომ წმინდა მამა ძალზე გონივრულად და ფრთხი¬ლად ცდილობდა თავისი სამწყსოს რევოლუციური სიმხურ¬ვალის ჩაცხრობას, რასაც უდიდესი ზიანის მოტანა შეეძლო ქვეყნისთვის.
1821 წელს, როგორც კი სულთანმა დუნაისა და პელოპონესის სათავადოთა ამბოხის ამბავი შეიტყო, მაშინვე ბრძანა ყველაზე გავლენიან მღვდელმთავართა შეპყრობა და კონსტანტინოპოლს ჩაყვანა, მათ შორის, - ათანასე ნიკომიდიელისა და ევგენი ანქიალელისა, რომელნიც პატრიარქ გრიგოლ მეხუთესთან ერთად დასაჯეს.

გარკვეული ხნის შემდგომ იოსებიც შეიპყრეს სხვა მღვდელმთავრებთან ერთად და დიდი ხნით გამოკეტეს სატუსაღოში. 1821 წლის 3 ივნისს, აჯანყებულთა მიერ ლესბოსზე თურქულ ხომალდთა გადაწვის შემდგომ, ტყვედქმნილნი ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე ერთად ჩამოახრჩვეს.

ბეჭდვა
1კ1