წმინდა მოწამე ფილოსოფოსი (III) - 31 მაისი (13 ივნისი)
წმინდა მოწამე ფილოსოფოსი (III) - 31 მაისი (13 ივნისი)
ქრისტიანი ჭაბუკი ფილოსოფოსი III საუკუნის წმინდანია. ფილოსოფოსი ალექსანდრიაში ცხოვრობდა. ისიც იმ პერიოდის ბევრი ქრისტიანის მსგავსად დევნას შეეწირა. მაშინ იმპერიას დეციუსი (249-251) მართავდა. ჭაბუკს ქრისტეს უარყოფას სთხოვდნენ. როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ. აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმინდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისგან, შემდეგ გასისხლიანებული ენა სახეში შეაფურთხა მეძავს. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმინდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს.


ბეჭდვა
1კ1