წმინდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (+307-308) - 29 მაისი (11 ივნისი)
წმინდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (+307-308) - 29 მაისი (11 ივნისი)
წმინდა მოწამე თეოდოსია ქალწული - მოწამებრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმინდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

თეოდოსია ქალწულს სასტიკი წამების დროს მშობლები ევედრებოდნენ, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით დამორჩილებოდა წარმართებს. როდესაც ქალწული აღესრულა, ღამით გამოეცხადა დედ-მამას ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: "აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!"

აი, რას წერს ევსები კესარიელი თეოდოსია ტვირელზე: "იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში აგერ უკვე ხუთი წელია გრძელდება ქრისტიანთა დევნა კერპთაყვანისმცემლების მიერ, აღდგომის დღესასწაულზე ერთი ღვთისმოშიში ქალწული ჩვენი ქალაქიდან, წარმოშობით ტვირიდან, რომელსაც ჯერ არც კი შესრულებია თვრამეტი წელი, მივიდა ქრისტიან სიკვდილმისჯილებთან და სთხოვა, როცა ღვთის წინაშე წარდგებოდნენ, მოწამებრივად აღსრულების შემდეგ ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანოსს მიჰგვარეს. ურბანოსმა თეოდოსის უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს." ევსები კესარიელი მოგვითხრობს იმას, რაც საკუთარი თვალით იხილა.

ურბანოსის ბრძანებით, ღირს თეოდოსიას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსი მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმინდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

კონდაკი

შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხოვრებასა მიემთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახლე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.

...................................................
წმინდა მოწამე იოანე თესალონიკელი (+1802) - 29 მაისი (11 ივნისი)

წმინდა მოწამე იოანე თესალონიკელს თურქებმა 1802 წელს ტანჯვით ამოხადეს სული ქალაქ სმირნაში.

ბეჭდვა
1კ1