წმინდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა ნიკიტა ქალკედონის მღვდელმთავარი VIII საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა. ნიკიტამ სიყრმიდანვე გულით შეიყვარა ქრისტე. ძალიან ახალგაზრდამ უარყო ეს სოფელი და თავი უფალს მიუძღვნა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმინდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ სომხის (813-820) დროს წმინდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმინა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმინდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.

კონდაკი

სიწმინდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძუღურებითა, ვინაცა გიხმობთ: გიხაროდენ ქალკედონისა მშუენიერებაო.
................................................

მღვდელმოწამე ევტიქიოსი, მელიტინელი ეპისკოპოსი (I) - 28 მაისი (10 ივნისი)

მღვდელმოწამე ევტიქიოს მელიტინელი (I) წმინდა მოციქულთა თანამოსაგრე იყო. ქრისტესთვის აღესრულა ქალაქ მელიტინეში I საუკუნეში.
ბეჭდვა
1კ1