ღირსი თერაპონტე, კვიპროსის ეპისკოპოსი (IV) - 25 მაისი (7 ივნისი)
ღირსი თერაპონტე, კვიპროსის ეპისკოპოსი (IV) - 25 მაისი (7 ივნისი)
კვიპროსის ეპისკოპოსი თერაპონტე IV საუკუნეში ქრისტიანთა დევნისას მოწამებრივად აღესრულა. იმ დროს ბიზანტიის იმპერიის სათავეში იმპერატორი დიოკლეტიანე იყო. მღვდელმოწამის წმინდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. გზაში წმინდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმინდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმინდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას (დღესასწაული - 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 806 წელსვე წმინდა ნაწილები წმინდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება. წმინდა მღვდელ-მოწამის მიმართ აღვლენილი ლოცვით და მის წმინდა ნაწილებთან მიახლებით სნეულნი იკურნებოდნენ, მომაკვდავნი სიცოცხლეს უბრუნდებოდნენ.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1