წმინდა აღაპიტე (XVI) - 21 მაისი (3 ივნისი)
წმინდა აღაპიტე (XVI) - 21 მაისი (3 ივნისი)
წმინდა აღაპიტე იყო ბერი ბორისის და გლების სახელობის მონასტრის ვოლოგოდის ოლქში. 1576 წელს ის მძიმედ დასნეულდა და გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, რომელმაც განკურნა და დაავალა აეშენებინა მონასტერი მდინარე მარკუშის სანაპიროზე. გამოჯანმრთელებულმა აღაპიტემ შეასრულა წმინდანის თხოვნა, მან ორი ტაძარი ააგო, ერთი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზე, ხოლო მეორე წმინდა პროკოფი უსტუჟელის სახელზე.

თავის დაარსებულ მონასტერში დაიდო ბინა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, ინახავდა მკაცრ მარხვას. წმინდა აღაპიტეს ლოცვით სნეულნი იკურნებოდნენ. 1584 წლის 21 მაისს ბერი მძარცველებმა ვერაგულად მოკლეს. მისი სხეული მდინარეში გადააგდეს. ბერებმა იპოვეს ღირსი აღაპიტეს სხეული და პატივით დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1