წმინდა თავადი კონსტანტინე მურომელი და მისი ვაჟები: მიხეილი და თეოდორე (+XII) - 21 მაისი (3 ივნისი)
წმინდა თავადი კონსტანტინე მურომელი და მისი ვაჟები: მიხეილი და თეოდორე (+XII) - 21 მაისი (3 ივნისი)
ძველი სტილით 21 მაისს (ახალი სტილით 3 ივნისი) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს მამას თავის ორ ვაჟთან ერთად. ესენი გახლავთ წმინდა თავადი კონსტანტინე მურომელი და მისი ვაჟები მიხეილი და თეოდორე

თავადმა კონსტანტინემ მამას სვიატოსლავს სთხოვა სამართავად მიეცა მისთვის ქალაქი მურომი, რომელიც კერპთაყვანისმცემლებით იყო დასახლებული. კონსტანტინეს სურდა, ქალაქის მოქცევა ქრისტიანობაზე. მურომში გამგზავრებამდე კონსტანტინემ თავისი ვაჟი მიხეილი გაგზავნა მაცნედ, რომელიც კერპთაყვანისმცემელმა მურომელებმა მოკლეს. ამის შემდეგ კონსტანტინე მურომში ჯარით გამოცხადდა, მოსახლეობამ მის წინაშე თავი მოიდრიკა. წარმართი მურომელები დიდხანს ვერ თმობდნენ კერპთაყვანისმცემლობას. ერთხელ ქალაქის უსჯულო მოსახლეობა სახლში მიუვარდა თავადს მოსაკლავად. კონსტანტინემ სასწაულებრივად დააღწია თავი ბრბოს, მას თან მურომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. სწორედ ეს სიწმინდე დაეხმარა მას კერპთაყვანისმცემელი მურომელებისაგან თავის დაღწევაში. მოულოდნელად აჯანყებული ქალაქის მოსახლეობა დათანხმდა თავადს ნათლობაზე. საყოველთაო ნათლობა მდინარე ოკაზე აღსრულდა. თავადმა ღვთისადმი მადლიერების ნიშნად შვილის, მიხეილის აღსრულების ადგილზე ააგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი. კონსტანტინემ მურომში ასევე ააგო წმინდა ბორისისა და გლების სახელობის ეკლესიაც. მურომში ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებაში კონსტანტინეს თავისი ვაჟი თეოდორეც ეხმარებოდა. 1129 წელს კონსტანტინე მიიცვალა. იგი დაკრძალეს მურომში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში შვილების მიხეილისა და თეოდორეს გვერდით.

ბეჭდვა
1კ1