მღვდელმოწამე დამიანე გრახოველი (+1941) - 18 (31) მაისი
მღვდელმოწამე დამიანე გრახოველი (+1941) - 18 (31) მაისი
წმინდა დამიანე 1912 წელს დაიბადა კნინის ახლოს, სოფელ პლავნოში (დღევანდელი ხორვატეთი). დაამთავრა ცეტინის სემინარია. მღვდლად ხელი დაასხეს 1932 წელს და მღვდლობდა ზეგარში და ბოსნიის გრახოვოში. 1941 წელს იტალიის ჯარებმა დატოვეს ბოსნიის გრახოვო და ქალაქი ხორვატმა უსტაშებმა დაიკავეს. დაიწყეს ცნობილი სერბების დაჭერა. დააკავეს მამა დამიანეც. ის იადოვნოს ბანაკში გადაიყვანეს და სასტიკად აწამეს. ბოლოს კი ცოცხლად ტყავი გააძრეს, მოკლეს და სხეული ორმოში ჩააგდეს. 2003 წელს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა დამიანე წმინდანად შერაცხა და მას მღვდელმოწამე უწოდა.

ბეჭდვა
1კ1