წმინდა მოწამენი - სვიმეონი, ისააკი და ბაქტისი (+339) - 18 (31) მაისი
წმინდა მოწამენი - სვიმეონი, ისააკი და ბაქტისი (+339) - 18 (31) მაისი
ქრისტეს მოწამენი სვიმეონი, ისააკი და ბაქტისი სპარსელები იყვნენ და სპარსეთის მეფის შაბურ II-ის (მეფობდა 310-381 წლებში) დროს ეწამნენ. ისინი კერპთაყვანისმცემლებმა შეიპყრეს, ქრისტეს უარყოფას და მითრას (მზის ღმერთი) თაყვანისცემას აიძულებდნენ. მათ კი მიუგეს:

- ჩვენ არ უარვყოფთ ყოველივე ქმნილის შემოქმედს და არ ვცემთ თაყვანს ქმნილებას - ცეცხლსა და მზეს.

მაშინ ჯალათებმა მოწამეებს ხელ-ფეხი შეუკრეს, სასტიკად ცემეს, მერე საპყრობილეში ჩაყარეს და შვიდი დღე აშიმშილეს. შემდეგ კი გამოიყვანეს და კვლავ ათასნაირი ხერხით საშინლად აწამეს, ბოლოს კი მათ მახვილით თავები მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1