წმინდა მოწამენი ჰერაკლე, პავლინე და ბენედიმე (249-251) - 18 (31) მაისი
წმინდა მოწამენი ჰერაკლე, პავლინე და ბენედიმე (249-251) - 18 (31) მაისი
მოწამეები - ჰერაკლე, პავლინე და ბენედიმე ათენის მოქალაქენი იყვნენ. წმინდანები დიდი კადნიერებით ქადაგებდნენ ქრისტეს ათენის ქუჩებში თუ სახლებში, ყველას მოუწოდებდნენ დაეტევებინათ კერპთმსახურება და მონათლულიყვნენ წმინდა სამების სახელზე. ქადაგებების გამო ისინი შეიპყრეს და დასაკითხად ქალაქის თავთან მიიყვანეს. მათ დაკითხვისას თამამად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი შემოქმედი ყოველი ქმნილების, ხოლო კერპებს უსულო და უგრძნობ ხესა და ქვას უწოდებდნენ. ქრისტეს აღმსარებლობის გამო წმინდა მოწამენი სხვადასხვა სატანჯველს მისცეს და ბოლოს თავიანთ მოწაფეებთან ერთად გავარვარებულ ღუმელში შეყარეს. თავიანთი ღვაწლის გამო მათ ქრისტესგან უხრწნელი გვირგვინები მიიღეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1