წმინდა რესტიტუტა აფრიკელი, კართაგენელი (+დაახლ. 255-304) - 17 (30) მაისი
წმინდა რესტიტუტა აფრიკელი, კართაგენელი (+დაახლ. 255-304) - 17 (30) მაისი
წმინდა რესტიტუტა მოწამებრივად აღესრულა, ერთი ვერსიით იმპერატორ ვალერიანეს დროს 255 წელს, მეორე ვერსიით - 304 წელს დიოკლეტიანეს მეფობისას. წმინდანი ჯალათებმა მაშინ შეიპყრეს, როცა სხვა ქრისტიანებთან ერთად მღვიმეში ლოცულობდა. მმართველმა პროკლინიოსმა რესტიტუტას წარმართული ღმერთების თაყვანისცემა მოსთხოვა. წმინდანმა უარი უთხრა. რისთვისაც ლურსმნებით ფეხები დაუხვრიტეს და გაშოლტეს. დიდი ხნის წამების შემდეგაც რომ ვერ მოდრიკეს, ნავით ზღვაში გაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ სასწაულებრივად ცეცხლმა მას არაფერი ავნო, ხოლო ჯალათების ნავი კი შთანთქა. წმინდანის გარდაცვალების გარემოებები უცნობია. საბოლოოდ, ზღვამ მისი სხეული იტალიის დასავლეთ სანაპიროზე, დღევანდელ კუნძულ ისკიასთან გამორიყა. სხვა გარდამოცემით - წმინდანის სხეული ისკიაზე V საუკუნეში მიაბრძანეს დევნას გამოქცეულმა მონაზვნებმა. ის დღეს ნეაპოლში, რომის კათოლიკური ეკლესიის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1